ბრიტანეთმა ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვას სანქციები დაუწესა

ბრიტანეთმა ვლადიმერ პუტინის ახლო გარემოცვას, მათ შორის, ალინა კაბაევას და რუსეთის პრეზიდენტის ყოფილ მეუღლეს, ლუდმილას სანქციები დაუწესა.

გავრცელებული ცნობით, ბრიტანეთის სანქციების სიაში ასევე მოხვდნენ ალინა კაბაევას ბებია, ანა ზაცეპილინა, პუტინის სამი ნათესავი და მისი ქალიშვილის ნათესავები.

აღსანიშნავია, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დოკუმენტში აღნიშნულია ალინა კაბაევას ბებიის კავშირები გენადი ტიმჩენკოსთან. თავად გენადი ტიმჩენკო მილიარდერია, რომელიც პუტინის ახლო წრის წევრად განიხილება.

banner
წინა სტატიაშიკიევში რუსი ჯარისკაცების მხრიდან ომის დანაშაულზე პირველი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს
შემდეგი სტატიასამშვიდობო მოლაპარაკებებს კიევი ბლოკავს – პუტინსა და შოლცს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა