სამხრეთ კორეაში Samsung-ის “მემკვიდრის” დაპატიმრების ორდერი გაიცა

სამხრეთ კორეის პროკურატურამ ქვეყნის ერთ-ერთი უმდიდრესი ბიზნესმენის დაპატიმრების ორდერი გასცა. საუბარია Samsung-ის ვიცე-თავმჯდომარე ლი დჯეიონიზე. თუკი ორდერს სასამართლო დაადასტურებს, ლის ოთხშაბათს დაიჭერენ.
ბიზნესმენი ქვეყანაში უმსხვილეს კორუფციულ ისტორიაშია გარეული, რომელიც ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს და მის მეგობრებს უკავშირდება. პაკ კინ ხეს მეგობარი ძხვე სუნ სილი, რომელსაც რამდენიმე საქველმოქმედო ფონდი ჰქონდა, ბიზნესმენებს ფუნდში ფულის ჩარიცხვას აიძულებდა. პრეზიდენტის მეგობრის ფონდების ერთ-ერთი მსხვილი დონორი Samsung-ი იყო. გამოძიების ვერსიით, მას რამდენიმე მილიონი დოლარი აქვს ფონდებში ჩარიცხული. თანხა, სხვათა შორის, მოხმარდა ფონდის ხელმძღვანელის ქალიშვილის მიერ გერმანიაში ჯირითის შესწავლას.

გასულ კვირას Samsung-ის თანათავმჯდომარე უკვე იყო დაბარებული პროკურატურაში დაკითხვაზე, რომელიც 22 საათი გაგრძელდა. გამოძიება ვარაუდობს, რომ ლი დჯეიონი ფონდებში თანხას სამთავრობო მფარველობის სანაცვლოდ რიცხავდა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის მიერ ორგანიზებულ მოლაპარაკებებს სირიელი ამბოხებულებიც შეუერთდებიან
შემდეგი სტატია(VIDEO) ძაღლების ჩხუბთან დაკავშირებით, რომლის ვიდეოც სოციალურ ქსელში გავრცელდა, გამოძიება დაიწყო