რუსეთის მიერ ორგანიზებულ მოლაპარაკებებს სირიელი ამბოხებულებიც შეუერთდებიან

სირიელმა შეიარაღებულმა ამბოხებულმა დაჯგუფებებმ თანხმობა განაცხადეს მოლაპარაკებებში მიიღონ მონაწილეობა, რომელიც ყაზახეთის დედაქალაქში რუსეთის, თურქეთის და ირანის ინიციატივით გაიმართება. აქამდე ამბოხებულების უპირობო მოთხოვნა ასადის გადადგომა იყო. ასადი კი მათ კონსტიტუციაში ცვლილებებზე სალაპარაკოდ იწვევს.
თავდაპირველად, მოლაპარაკებების დღედ 23 იანვარი დასახელდა, მაგრამ თარიღი, ჯერჯერობით, ოფიციალურად არ დადასტურებულა.

მოლაპარაკებების ძირითადი თემა, დასავლური მედიის ინფორმაციით, ცეცხლის სრული შეწყვეტის საკითხი და სხვა ჰუმანიტარული დეტალები იქნება.

banner
წინა სტატიაშიკვირიკაშვილი ყირგიზეთის მთავრობასა და მოსახლეობას სამძიმარს უცხადებს
შემდეგი სტატიასამხრეთ კორეაში Samsung-ის “მემკვიდრის” დაპატიმრების ორდერი გაიცა