(VIDEO) ძაღლების ჩხუბთან დაკავშირებით, რომლის ვიდეოც სოციალურ ქსელში გავრცელდა, გამოძიება დაიწყო

ძაღლების ჩხუბთან დაკავშირებით, რომლის ამსახველი ვიდეოც სოციალური ქსელის ერთ-ერთმა მომხმარებელმა გაავრცელა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

ვიდეო სავარაუდოდ, მესტიაშია გადაღებული. როგორც კადრებში ჩანს, მოქალაქეები კავკასიური ნაგაზის ჯიშის ძაღლებს აჩხუბებენ.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 259 -ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ცხოველისადმი სასტიკ მოპყრობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე.

ვიდეოს გავრცელებისთანავე Facebook-ზე ბრძოლის ორგანიზატორთა დასჯის მოთხოვნით აქცია დაიგეგმა.

„მსგავსი ფაქტი სამწუხაროდ არაერთხელ მომხდარა და რეაგირება ყოველთვის არის ნული, სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც პირუტყვები არაადამიანურად ეპყრობიან ცხოველებს და ამ ყველაფერს შინაგან საქმეთა სამინისტრო ის გაატარებს როგორც არაფერი, გეგონება არაფერი არ მომხდარიყოს და ეს ჩვენი ინდეფერენტიზმის ბრალი იქნება! როცა არსებობს კანონი, ის კანონი უნდა კანონობდეს, მას ძალა უნდა ჰქონდეს, ძალას კი კანონებს ჩვენ ვაძლევთ, ეს მთავრობა კი ჩვენი დაქირავებულია, ჩვენ ვუხდით მათ ხელფასს, ხოდა ნება იბოძონ, ტრაკი გაანძრიონ და ის არაადამიანები სათანადოდ დასაჯონ, აქ მარტო ამ კონკრეტულ შემთხვევაზე არაა საუბარი, აქ ჩვენ დამოკიდებულებაშია პრობლემა, თუ გვინდა ოდესმე დავემსგავსოთ ნორმალურ ქვეყანას, ამ ყველაფერზე უნდა გვქონდეს სათანადო რეაგირება” – ნათქვამია განცხადებაში.

https://www.youtube.com/watch?v=qQFkmNd_lk8&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშისამხრეთ კორეაში Samsung-ის “მემკვიდრის” დაპატიმრების ორდერი გაიცა
შემდეგი სტატიარუსეთის ელჩის მკვლელი ანკარაში უსახელო სასაფლაოზე დაასაფლავეს