სამეგრელოში თხილით დატვირთული მიკროავტობუსი გაიტაცეს

ხობი-ფოთის გზაზე თხილით დატვირტული მიკროავტობუსი გაიტაცეს. მიკროავტობუსს გზაზე 3 შეიარაღებული პირი მაშინ დახვდა, როდესაც მძღოლს ქობულეთიდან ზუგდიდში, დამაფასოებელ ქარხანაში თხილის გული გადაჰქონდა.

შსს-ს ცნობით, საქმე 179-ე მუხლით აღიძრა, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.

მიკროავტობუსში 2 პირი იმყოფებოდა, ორივე ამ დროისთვის პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

banner
წინა სტატიაშიჩვენ გვჭირდება გარდამტეხი ცვლილებები ჩაფლავებული მთავრობის მალე გასაშვებად სახლში – კახიძე
შემდეგი სტატიანატალია ილიჩოვას ადვოკატებს საქმის დამატებითი მასალები გადაეცათ