ჩვენ გვჭირდება გარდამტეხი ცვლილებები ჩაფლავებული მთავრობის მალე გასაშვებად სახლში – კახიძე

“ევროპული საქართველოს” ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატი, ოთარ კახიძე, არჩევნების შესაძლო გადადებას ეხმაურება.
კახიძის თქმით, ევროპული საქართველოსვის არ არის მისღები არჩევნების გადადება, რადგან რაც მეტ ხანს დარჩება ივანიშვილის ხელისუფლება, მით უფრო გაიზრდება ეკონომიკური კრიზისი.

კახიძემ აღნიშნა, რომ 31 ოქტომბერს საჭიროა გარდამტეხი ცვლილებები ჩაფლავებული მთავრობის მალე გასაშვებად სახლში.
„ეს მთავრობა ყველა მიმართულებით ჩაფლავდა, ეკონომიკური კრიზისის, სიღარიბის, უმუშევრობის, ლარის კურსის მიმართულებით. არ არის მიმართულება, სადაც რაიმე წარმატებას მაინც მიაღწია ქვეყანამ ივანიშვილის ხელისუფლების პირობებში.

რაც დიდხანს იქნებიან ხელისუფლებაში, მით უარესი ქვეყნისთვის, ამიტომ არჩევნების გადადება, რათქმაუნდა, არ არის ევროპული საქართველოსთვის მისაღები. ჩვენ გვჭირდება გარდამტეხი ცვლილებები ჩაფლავებული მთავრობის მალე გასაშვებად სახლში.

ამიტომ, 31 ოქტომბერს, ყველა უნდა დაირაზმოს და გამოუტანოს პოლიტიკური განაჩენი ივანიშვილის წამხდარ ხელისუფლებას.“ – განაცხადა კახიძემ.

banner
წინა სტატიაშიგანმარტეთ, როგორ ხდება ბინაზე მკურნალობა დაინფიცირების დროს-ომბუდსმენი მთავრობას მიმართავს
შემდეგი სტატიასამეგრელოში თხილით დატვირთული მიკროავტობუსი გაიტაცეს