სამეგრელოში კორონავირუსის გამო კიდევ ორი საბავშვო ბაღი და ერთი სკოლა დაიხურა

სამეგრელოში კორონავირუსის გამო კიდევ ორი საბავშვო ბაღი და ერთი სკოლა დაიხურა. სულ რეგიონში ბოლოს 24 საათში კორონავირუსის 58 ახალი შემთხვევა დადასტურდა, მათგან 36 დაფიქსირდა ზუგდიდში, რომელთაგან 15-ის ინფიცირების წყარო უცნობია და ეპიდემიოლოგიური კვლევა მიმდინარეობს.

გამოვლენილი ინფიცირებულებიდან არიან, ზუგდიდის მე-17 ბაღის აღმზრდელი და ფოთის მე-6 ბაღის აღმზრდელი, ასევე ხობის სოფელი პირველი მაისის საჯარო სკოლის 2 პედაგოგი და 1 მოსწავლე, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერებულია. მიმდინარეობს ახალი შემთხვევების კონტაქტების გამოკვლევა და ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.

რუხის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის 114 კოვიდ პაციენტი, აქედან 15-ის მდგომარეობა შედარებით მძიმეა. ფოთის ჰოსპიტალში 33 კოვიდპაციენტი მკურნალობს. ბოლო 24 საათის განმავლობაში რეგიონის მასშტაბით გამოჯანმრთელდა 25 პირი.

banner
წინა სტატიაშისაპატრულო პოლიცია ”კოვიდ 19”-ის გავრცელების წინააღმდეგ მიმართული რეკომენდაციების აღსრულების მიზნით მეტროსადგურებთან ინტენსიურ მონიტორინგს აგრძელებს
შემდეგი სტატიაკორონავირუსის გამო თბილისში 42 ბაღია დახურული