კორონავირუსის გამო თბილისში 42 ბაღია დახურული

პერსონალისა და აღსაზრდელების კორონავირუსით ინფიცირების გამო თბილისში ამ დროისთვის 42 ბაღია დახურული.

როგორც ფორმულას თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახა გვანცელაძემ განუცხადა, ჯამში ვირუსი 42 პირს აქვს დადასტურებული, მათგან 8 ბავშვია.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირების 18 663 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 8 338 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 143 კი გარდაიცვალა.

banner
წინა სტატიაშისამეგრელოში კორონავირუსის გამო კიდევ ორი საბავშვო ბაღი და ერთი სკოლა დაიხურა
შემდეგი სტატიაალეკო ელისაშვილი ინიციატივით გამოდის, 2020 წლის ოქტომბრის არჩევნები ორი დღის განმავლობაში ჩატარდეს