სამაშველო გემის კაპიტანს 10 ათას ევროიანი ჯარიმა გამოუწერეს

გერმანული საქველმოქმედო გემის Lifeline კაპიტანს კლაუს-პეტერ რაიშს მალტის სასამართლომ 10 ათას ევროიანი ჯარიმა გამოუწერა სამშაბათს, 14 მაისს. ეს თანხა კაპიტანმა ადგილობრივ საქმელმოქმედო ორგანიზაციებს უნდა ჩაურიცხოს. სასამართლოს მტკიცებით, გემი მალტის წყლებში შესაბამისი ლიცენზიის გარეშე იმყოფებოდა. ამავე დროს, სასამართლომ დაადგინა, რომ Mission Lifeline-ის გემი ზღვაზე კომერციულ საქმიანობას არ ეწეოდა, როცა მიგრანტების გადარჩენის ოპერაციას ანხორციელებდა – “დოიჩე ველე” წერს.
სასამართლო პროცესი 2018 წლის ივნისიდან გრძელდება, გემს პორტ ვალეტიდან გასვლა არ შეუძლია. მისი მფლობელების თქმით, გემის ყოველდღიური შენახვა 500 ევრო უჯდებათ. ორგანიზაციამ მეორე გემი იყიდა, რომელიც ხმელთაშუა ზღვაში სამაშველო ოპერაციებზე მალე გავა.

კაპიტანი კლაუს-პეტერ რაიში გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

banner
წინა სტატიაშიპოლონეთის სანაპიროზე მეთევზეების კატერი ჩაიძირა
შემდეგი სტატიასაუდის არაბეთში ნავთობსადგურებს დრონებმა შეუტიეს