საუდის არაბეთში ნავთობსადგურებს დრონებმა შეუტიეს

საუდის არაბეთში ორ ნავთობსადგურს შეიარაღებული დრონები დაესხნენ თავს. ნავთობის სახელმწიფო კონცერნმა Saudi Aramco-მ, უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, აღმოსავლეთ-დასავლეთის მილსადენებზე ნავთობის მიწოდება შეწყვიტა – საუდის არაბეთის ენერგეტიკის მინისტრმა ჰადელ ალ-ფალეხმა 14 მაისს გაავრცელა.
მინისტრსი თქმით, თავდასხმის შედეგად ერთ-ერთ ნავთობსადგურზე ცეცხლი გაჩნდა, თუმცა, მისი გაკონტროლება შეძლეს. მსხვერპლთან დაკავშირებით, ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ ვრცელდება.
ნავთობსადგურებზე თავდასხმა მას შემდეგ მოხდა, რაც ემირატების მეზობელ ქვეყნებში ნავთობმზიდებზე საბტაჟი მოეწყო.

თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ამბოხებულმა ჰუსიტებმა აიღეს მეზობელი იემენიდან, რომელთაც ირანი უჭერს მხარს. მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ჰუსიტებმა “უმსხვილესი სამხედრო ოპერაცია ჩაატარეს” საუდის მიზნების წინააღმდეგ.
“ეს საუდის არაბეთისადმი გზავნლია. შეწყვიტეთ ჩვენია აგრესია. ჩვენი მიზანია დანაშაულზე პასუხის გაცემა, რომელსაც ყოველდღიურად სჩადიხართ იემენელი ხალხის წინააღმდეგ” – განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც “დოიჩე ველე” ციტირებს.

banner
წინა სტატიაშისამაშველო გემის კაპიტანს 10 ათას ევროიანი ჯარიმა გამოუწერეს
შემდეგი სტატიაპომპეომ და ლავროვმა სოჭში საერთო მიზნებსა და უთანხმოებებზე ისაუბრეს