პოლონეთის სანაპიროზე მეთევზეების კატერი ჩაიძირა

ბალტიის ზღვაში, პოლონურ სოფელ მჟეჟინოსთან ახლოს სამძებრო-სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს მას შემდეგ, რაც მეთევზეების კატერი ჩაიძირა სამშაბათს, დღის მეორე ნახევარში. გემის პრობლემური მდგომარეობის შესახებ შეტყობინება ქალაქ ჯვირჟინიეს პორტში მიიღეს. მათ დასახმარებლად მესაზღვრეების სამაშველო სამსახური გაემგზავრა.
კატასტროფის ადგილიდან სამი საზღვაო მილის მოშორებით ერთი მეზღვაურის ცხედარი აღმოაჩინეს. სულ, გემზე ოთხი მეზღვაური იმყოფებოდა. სამს ეძებენ.

სამძებრო სამუშაოებში სამხედრო თვითმფრინავიც არის ჩართული – პოლონური rmf24 წერს.

banner
წინა სტატიაშიგერმანიაში მანქანის შემოწმებისას ორ მილიონიანი Ferrari გაიტაცეს
შემდეგი სტატიასამაშველო გემის კაპიტანს 10 ათას ევროიანი ჯარიმა გამოუწერეს