სალომე სამადაშვილის განცხადებით, “ოცნებამ“ გადაწყვიტა, ცესკო-ს თავმჯდომარედ დანიშნოს მისთვის სანდო კანდიდატი

ოპოზიციონერი დეპუტატის სალომე სამადაშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, ცესკო-ს თავმჯდომარედ დანიშნოს არა კონსენსუსით არჩეული, არამედ მისთვის სანდო კანდიდატი.

„სურვილი იყო, რომ ცესკო-ს თავმჯდომარე აღჭურვილი ყოფილიყო საზოგადოების ნდობით და კანდიდატი კონსენსუსის საფუძველზე აგვერჩია, მაგრამ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, მისთვის სანდო კანდიდატი დანიშნოს. წარმოდგენილ კანდიდატებს არ ენდობიან არასამთავროები და მათ მხარს არ დავუჭერთ. ცესკო-ს თავმჯდომარის მოადგილე იქნება ოპოზიციის წარმომადგენელი და საარჩევნო რეფორმაში განხორციელებული სხვა ცვლილებები იმის თქმის საშუალებას მაძლევს, რომ თვითმმმართველობის არჩევნებზე ქართველ ხალხს აღვუდგენთ სამართლიანი და ობიექტური არჩევანის უფლებას“, – განუცხადა სალომე სამადაშვილმა საქართველოს პირველ არხს.

ცესკო-ს თავმჯდომარეობის და წევრობის კანდიდატებმა პარლამენტში საჭირო მხარდაჭერა ისევ ვერ მიიღეს.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი
შემდეგი სტატიამელიას საქმე- სასამართლოში მორიგი პროცესი დასრულდა