პოლიციამ ბათუმში მომხდარი მკვლელობის ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო
ღონისძიებების შედეგად, 1996 წელს დაბადებული დ.დ. განზრახ მკვლელობის
ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.

“დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 ივლისს,
ურთიერთშელაპარაკებისას, ბათუმში მდებარე ერთ-ერთი კაფე-ბარის დაცვის
თანამშრომელი – 1964 წელს დაბადებული ჯ.ბ., ამავე ობიექტის ტერიტორიაზე,
ცივი იარაღის გამოყენებით სასიკვდილოდ დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან
მიიმალა.”-აცხადებენ შსს-ში.

პოლიციამ ბრალდებული მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა ბიუჯეტში ცვლილების შეტანას მხარი დაუჭირა
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილის განცხადებით, “ოცნებამ“ გადაწყვიტა, ცესკო-ს თავმჯდომარედ დანიშნოს მისთვის სანდო კანდიდატი