მელიას საქმე- სასამართლოში მორიგი პროცესი დასრულდა

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას საქმის განხილვა, თბილისის საქალაქო სასამართლოში, დღეს ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდა. სამივე მოწმე, სხვადასხვა ძალოვანი უწყების წარმომადგენელი იყო.

პროკურორ, ამირან გულუაშვილის თქმით, მოწმეებმა სასამართლო სხდომაზე ისაუბრეს მაზე, თუ რა ვითარებაში მიიღეს დაზიანებები.

“მათ დეტალურად აღწერეს რა ვითარებაში მოხდა მომიტინგეთა მხრიდან მათი დაზიანებები, ასევე, აღინიშნა ის გარემოება, რომ აქციამ ძალადობრივი ხასიათი ფაქტობრივად ძალიან დიდხანს, გვიან ღამემდე შეინაჩუნა”,- ამბობს ამირან გულუაშვილი.

“ხაზგასმით აღვნიშნავ, არცერთ მათგანს არავითარი შემხებლობა ნიკა მელიასთან არ ჰქონია, არც უშუალოდ, არც მისი მოწოდება გაუგიათ და საერთოდ უარყვეს რაიმე სახის კონტაქტის, ძალადობის ან მოწოდების ფაქტი ნიკა მელიას მხრიდან”,- ამბობს ადვოკატი, გიორგი კონდახიშვილი.

ცნობისთვის, მომდევნო სხდომა ნიკა მელიას საქმეზე 9 სექტემბერს ჩაინიშნა.

banner
წინა სტატიაშისალომე სამადაშვილის განცხადებით, “ოცნებამ“ გადაწყვიტა, ცესკო-ს თავმჯდომარედ დანიშნოს მისთვის სანდო კანდიდატი
შემდეგი სტატიაჯარიმა-საურავების ჩამოწერის მოთხოვნით შემოსავლების სამსახურში 2 190 განაცხადია დარეგისტრირებული