საკუთარ არეულობებს მიხედონ – რუსეთის დუმადან გერმანიასა და საფრანგეთს მოუწოდეს

რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარემ ვიაჩესლავ ვოლოდინმა საფრანგეთის პრეზიდენტისა და გერმანიის კანცლერის დღევანდელ განცხადებას უპასუხა – მერკელმა და მაკრონმა რუსეთს უკრაინელი მესაზღვრეების განთავისუფლებისკენ მოუწოდეს.
ვოლოდინმა განაცხადა, რომ დაკავებული მეზღვაურების საქმეზე ძიება მიმდინარეობს და რუსეთის სახელმწიფო საქმეებში ჩარევა დაუშვებელია. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ “მსოფლიოს არც ერთი ცივილური ქვეყნის მეთაურს მსგავსი განცხადების გაკეთება აზრადაც არ მოუვიდოდა” – რუსული “ლენტა” წერს. სპიკერის თქმით, უმჯობესი იქნება თუკი პარიზი და ბერლინი “საკუთარ სახლებში არსებულ არეულობებს დაალაგებენ”.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთისგან “არაკანონიერად დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების დაუყოვნებლივ გათავისუფლება” მოითხოვეს. “მათ უფლება აქვთ ახალ წელს საკუთარ ოჯახებში შეხვდნენ” – პოლიტიკოსების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც 28 დეკემბერს გამოქვეყნდა.
გარდა ამისა, ისინი ითხოვენ, რომ რუსეთმა ქერჩის სრუტეში გასასვლელი უზრუნველყოს. გერმანელმა და ფრანგმა ლიდერებმა, ასევე, შეშფოთება გამოხატეს ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების თაობაზე. ამავე დროს, ისინი დონბასში მიღებულ სამშვიდობო შეთანხმებას მიესალმნენ და აღნიშნეს, რომ მომავალშიც ძალ-ღონეს არ დაიშურებენ მინსკის ხელშეკრულების შესასრულებლად.

banner
წინა სტატიაშიპენტაგონს დამასკოს განცხადებაში, მანჯიბის დაკავებასთან დაკავშირებით, ეჭვი ეპარება
შემდეგი სტატიამერკელი და მაკრონი უკრაინელი მეზღვაურების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ