პენტაგონს დამასკოს განცხადებაში, მანჯიბის დაკავებასთან დაკავშირებით, ეჭვი ეპარება

პენტაგონს ეჭვი აქვს, რომ დამასკოს განცხადება მანჯიბის დაკავებასთან დაკავშირებით, სინამდვილეს არ შეესაბამება. უკანასკნელ პერიოდამდე ქალაქის კონტროლთან დაკავშირებით ბრძოლა სირიელ ქურთებსა (რომელთაც მხარს აშშ უჭერდა) და თურქებს შორის მიდიოდა. სირიის სამთავრობო არმიის განცხადებაში, რომელიც 28 დეკემბერს გაავრცელეს, საუბარია იმაზე, რომ სირიის არმია შევიდა ქალაქში და მნიშვნელოვანი პოზიციები დაიკავა. დამასკო ირწმუნება, რომ ყველა, ვინც ქალაქში იმყოფება, “უსაფრთხოდ იქნება”.
კოალიციის ოფიციალურ “ტვიტერში” განცხადება გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ “არ არსებობს არანაირი მტკიცებულება იმისი, რომ დამასკოს განცხადებები სინამდვილეს შეესაბამება. ჩვენ ყველას მოვუწოდებთ პატივი სცენ მანჯიბის ხელშეუხებლობას და მისი მკვიდრების უსაფრთხოებას” – წერია “ტვიტში”. გარდა ამისა, “ამერიკის ხმას” პენტაგონის წყარომ დაუდასტურა, რომ ამერიკელი სამხედროები, რომლებიც მანჯიბში იმყოფებოდნენ, არსად წასულან. “ჩვენი სამხედროები აქამდე იქ დგანან” – განაცხადა გამოცემის წყარომ.
მანჯიბი სირია-თურქეთის საზღვრიდან 30 კილომეტრში მდებარეობს. უკანასკნელი ექვსი წლის მანძილზე ქალაქში გამაგრებული არიან ქურთები, ასევე, იმყოფებიან ამერიკელები, რომლებიც ქურთებს მხარს უჭერენ.

banner
წინა სტატიაშიგიზას პირამიდასთან ტურისტების ავტობუსი ააფეთქეს
შემდეგი სტატიასაკუთარ არეულობებს მიხედონ – რუსეთის დუმადან გერმანიასა და საფრანგეთს მოუწოდეს