მერკელი და მაკრონი უკრაინელი მეზღვაურების დაუყოვნებლივ გათავისუფლებას მოითხოვენ

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა რუსეთისგან “არაკანონიერად დაკავებული უკრაინელი მეზღვაურების დაუყოვნებლივ გათავისუფლება” მოითხოვეს. “მათ უფლება აქვთ ახალ წელს საკუთარ ოჯახებში შეხვდნენ” – პოლიტიკოსების ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც 28 დეკემბერს გამოქვეყნდა.
გარდა ამისა, ისინი ითხოვენ, რომ რუსეთმა ქერჩის სრუტეში გასასვლელი უზრუნველყოს. გერმანელმა და ფრანგმა ლიდერებმა, ასევე, შეშფოთება გამოხატეს ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე ადამიანის უფლებების თაობაზე. ამავე დროს, ისინი დონბასში მიღებულ სამშვიდობო შეთანხმებას მიესალმნენ და აღნიშნეს, რომ მომავალშიც ძალღონეს არ დაიშურებენ მინსკის ხელშეკრულების შესასრულებლად.

banner
წინა სტატიაშისაკუთარ არეულობებს მიხედონ – რუსეთის დუმადან გერმანიასა და საფრანგეთს მოუწოდეს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვემო ქართლში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო