საკონსტიტუციო სასამართლოში “რუსთავი 2”-ის საქმეზე კიდევ ერთი სარჩელი შევიდა

საკონსტიტუციო სასამართლოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით მეორე სარჩელი შევიდა. ისინი იმ მუხლის გაუქმებას მოითხოვენ, რომლის მიხედვითაც მოსამართლემ 5 ნოემბრის გადაწყვეტილება მიიღო. საუბარია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271–ე მუხლის არაკონსტიტუციურად ცნობაზე.

აღნიშნული საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინების საფუძველზე „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია და არხის ფინანსური დირექტორი კახა დამენია თანამდებობიდან გათავისუფლდნენ.

შეგახსენებთ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 271-ე მუხლი ითვალისწინებს, რომ შესაძლოა მოხდეს დაუყოვნებლივი აღსრულების უზრუნველყოფა იმ სასამართლო გადაწყვეტილების, რომელიც არ არის მიქცეული დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

banner
წინა სტატიაშიზვიად კვაჭანტირაძე: აზერბაიჯანს არანაირი შეკითხვა და არანაირი პრეტენზია საქართველოს მიმართ არ გააჩნია
შემდეგი სტატიასახალხო დამცველის საგანგებო განცხადება ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ში დროებითი მმართველების დანიშვნასთან დაკავშირებით