სახელმწიფო დეპარატმენტის ყოფილმა თანამშრომელმა აშშ-ს ერაყის ომის გამოძიებისაკენ მოუწოდა

აშშ-ს სახელმწიფო დეპარატმენტის ყოფილმა თანამშრომელმა პიტერ ვან ბიურენმა მთავრობას მოუწოდა ბრიტანეთის მაგალითი აიღოს და 2003 წლის ერაყის სამხედრო ოპერაცია გამოიძიოს.
“მიუხედავად იმისა, რომ მოხსენების დასკვნები შემაშფოთებელი იყო, მთავრობამ მიზნისა და აზრის გარეშე ერაყში ომი დაიწყო. საომარო მოქმედებები კი, ძირითადად მშვდობიან მოსახლეობას შეეხო. უკიდურეს შემთხევვაში, ბრიტანეთს ეყო სიმამაცე საკუთარი მოქმედებები შეეფასებინა. ვისურვებდი, რომ აშშ-საც ეყოს ვაჟკაცობა” – განაცხადა ბიურენმა.

ყოფილი სახელმწიფო მოხელის თქმით, ბრიტანეთის მოხსენებაში ნათქვამია, რომ ჯორჯ ბუშ-უმცროსმა განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე შეძლო ერაყის კონფლიქტში ბრიტანეთი ჩაერთო.

შეგახსენებთ, რომ ბრიტანეთმა ზემოთაღნიშული მოხსენება გუშინ გამოაქვეყნა.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო დეპარტამენტმა კლინტონის მიმოწერაზე გამოძიება ხელახლა დაიწყო
შემდეგი სტატიაჯაკარტაში ბორბლიანი მეჩეთები გამოჩნდა