სახელმწიფო დეპარტამენტმა კლინტონის მიმოწერაზე გამოძიება ხელახლა დაიწყო

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა გადაწყვიტა ხელახლა დაიწყოს საქმის გამოძიება, რომელიც ჰილარი კლინტონის მიმოწერას ეხება.
გამოძიება შეეხება კლინტონის ყველა ყოფილ ასისტენტს, რომლებიც უკვე არ მუშაობენ სახელმწიფო დეპარატმენტში.
“ჩვენ ოპერატიულად ვიმოქმედებთ, რამდენადაც ამის საშუალება გვექნება, ამავე დროს, ჩვენ არ დავგეგმავთ ხელოვნურ დედლაინს” – განაცხადა უწყების წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ.
მისივე თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მუშაკები ადმინისტრაციული სანქციების ქვეშ მოყვებიან: მათ საიდუმლო ინფორმაციაზე წვდომა აეკრძალებათ.
აშშ-ს იუსტიციის მინისტრმა, ლორეტა ლინჩმა განაცხადა, რომ ჰილარი კლინტონს ბრალი არ წაეყენება სამსახურეობრივი მიმოწერის გამო.

შეგახსენებთ, რომ გამოძიების ფედერალურმა ბიურომ უკვე აღნიშნა, რომ კლინტონი “უკიდურესად გაუფრთხილებლად” ექცეოდა საიდუმლო ინფორმაციას, თუმცა, ამავე დროს, ის რეკომენდაციით გამოვიდა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ექს-ხელმძღვანელის მიმართ სისხლის სამართლის საქმე დაეხურათ.

banner
წინა სტატიაშიობამამ “ისლამურ სახელმწიფოს”, რუსეთს და Brexit-ს ნატოს სასწრაფო გამოწვევა უწოდა
შემდეგი სტატიასახელმწიფო დეპარატმენტის ყოფილმა თანამშრომელმა აშშ-ს ერაყის ომის გამოძიებისაკენ მოუწოდა