ჯაკარტაში ბორბლიანი მეჩეთები გამოჩნდა

ინდონეზიის დედაქალაქში მობილური მეჩეთები გამოჩნდა – დღეს The South China Morning Post-ი წერს.
“ჩვენ შეშფოთებული ვართ იმის გამო, რომ სალოცავი ადგილები არ გვაქვს, მაგალითად, საფეხბურთო სტადიონებთან, ასევე საკონცერტო მოედნებზე. ზოგჯერ ხალხს უნდა ილოცოს, მაგრამ ამისათვის პირობა არა აქვთ, ამიტომ ნამაზს ტოვებენ” – განაცხადა “მობილური მეჩეთების” მფლობელმა კომპანიის ხელმძღვანელმა ჰამზა ფატრდიმ.

სპეციალური სატვირთოები მიდიან მსხვილ სავაჭრო ცენტრებთან, ადგილებთან, სადაც კულტურული ღონისძიებები ტარდება. ნამაზის დროს მანქანის გვერდითა კარი იღება, სადაც იმპროვიზებული სცენაა იმამთან ერთად.
ყოველ “მობლურ მეჩეთს” ერთდროულად 100 მლოცველის მიღება შეუძლია.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო დეპარატმენტის ყოფილმა თანამშრომელმა აშშ-ს ერაყის ომის გამოძიებისაკენ მოუწოდა
შემდეგი სტატიადასავლეთ საქართველოში სტიქიასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო განცხადებას ავრცელებს