”სახელმწიფო არ/ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, დაიცვას ადამიანები, მათი გამოხატვის და შეკრების თავისუფლება!”-ირაკლი კუპრაძე

”სახელმწიფო არ/ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, დაიცვას ადამიანები, მათი გამოხატვის და შეკრების თავისუფლება!” – ასე აფასებს “პრაიდ-ფესტის” ჩაშლას და მოძალადე რადიკალების მიერ განხორციელებულ თავდასხმებს “ლელო საქართველოსთვის” გენერალური მდივანი, ირაკლი კუპრაძე.

”სახელმწიფო არ/ვერ ასრულებს თავის ფუნქციას, დაიცვას ადამიანები, მათი გამოხატვის და შეკრების თავისუფლება!

ის, რაც ახლა ხდება ორკების და მოძალადეების თარეშით, ეს არ არის მოქალაქეობა, ეს არის არის ქრისტიანობა! ეს არის მოძულეობა საკუთარი ქვეყნის და მომავლის!!” – წერს ირაკლი კუპრაძე.

შეგახსენებთ, დღეს, 8 ივლისს პრაიდის ფესტივალი უნდა ჩატარებულიყო. ღონისძიება კერძო ტერიტორიაზე, დახურულ ფორმატში უნდა გამართულიყო. კვირების განმავლობაში პრაიდის ორგანიზატორებს მოლაპარაკებები ჰქონდათ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან. უწყება მათ მოძალადე ჯგუფებისგან დაცვის გარანტიებს აძლევდა, თუმცა დღეს ადგილზე, სადაც ღონისძიება უნდა ჩატარებულიყო, რადიკალი ჰომოფობი ჯგუფები მიიჭრნენ, გაარღვიეს პოლიციის კორდონი, რის გამოც, თბილისი პრაიდს უსაფრთხოების მიზნით, ღონისძიების გაუქმება მოუწია.

banner
წინა სტატიაშიახალციხეში, სოფელ ანდაში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
შემდეგი სტატია“ეს ფაქტი, ვერ იქნება ის გოლგოთა, რომელსაც მეუფე შიო გაივლის და საპტრიარქო ტახტზე დაჯდება” – სპეციალურად “თაიმერისთვის” გოჩა მირცხულავა