საქართველოს საელჩომ ისრაელში აქციის მონაწილეებს პოლიცია გამოუძახა

ისრაელში, ქართველ ემიგრანტებს აქვთ ეჭვი, რომ საელჩომ საემიგრაციო სამსახურს არალეგალ ქართველებთან დაკავშირებით ინფორმაცია გადასცა. არსებობს კადრებიც, სადაც ჩანს, რომ აქციაზე, სადაც ქართველები რუსული კანონის წინააღმეგ გამოდიოდნენ, საემიგრაციო სამსახურის პოლიცია იყო მისული.

აქციის მონაწილეები პირდაპირ ამბობენ, რომ აღნიშნული მათი დაშინების მცდელობას ემსახურება, რათა მიტინგი აღარ გამართონ.

ჩვენ ვიმყოფებით ისრაელში საქართელოს საელჩოს შენობის წინ. ჩვენ გავმართეთ აქ მშვიდობიანი და მდუმარე აქცია და საელჩოს წარმომადგენლებმა, სავარაუდოდ, საემიგრაციო პოლიცია გამოიძახეს. საემიგრაციო სამსახური, რომელიც იგა და მთელი ჩვენი აქ ყოფნის განმავლობაში გვაკვირდებოდა დიდი ავტომანქანით. ეს არის დაშინების მცდელობა, იმიტომ, რომ მე ვთვლი, რომ ესალეჩოს წარმომადგენლებმა მშვენივრად იციან,რ ომ საქართელოს მოქალაქეების უმეტესობა, რომლებიც არიან ისრაელში, არიან არაკეგალურად და შესაძლოა, დეპორტაციის ეშინოდეთ. ეს არის მცდელობა, რომ დააშინონ აქციის მონაწილეები, რომ არ გამართონ აქცია, – ამბობს მაია ჯიბღაშვილი.

წყარო: ტვ პირველი

banner
წინა სტატიაშიგაფიცვას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებიც უერთდებიან და აკადემიური პროცესის ჩვეულ რეჟიმში წარმართვაზე უარს ამბობენ
შემდეგი სტატიასტუდენტების საერთო გაფიცვას საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტბეის ნაწილიც უერთდება