თსუ-ის მაგისტრატურის სტუდენტები: შეუძლებლად მივიჩნევთ სწავლის ჩვეულ ფორმატში გაგრძელებას

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მაგისტრატურის სტუდენტები განცხადებას ავრცელებენ და ამბობენ, რომ შეუძლებლად მიაჩნიათ სწავლის ჩვეულ, სააუდიტორიო ფორმატში გაგრძელება.

მათი თქმით, მუდამ იქნებიან ევროპული ფასეულობების დაცვის სადარაჯოზე.

“ჩვენ, თსუ-ის მაგისტრატურის სტუდენტები, ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს თვალს აქტიურად ვადევნებთ, შესაბამისად, გვსურს, გამოვეხმაუროთ ჩვენს მეგობრებს და ჩვენი პოზიცია მკაფიოდ დავაფიქსიროთ.

ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, დღეს ისე, როგორც არასდროს, საფრთხის ქვეშ დგას ჩვენი ევროპული მომავალი. ევროპა, რომელიც ჩვენთვის კეთილდღეობას, მშვიდობას და რაც მთავარია, ხარისხიან განათლებას ნიშნავს.

ბოლო დღეების განმავლობაში კიდევ უფრო მეტად გაიზარდა ჩვენსა და ჩვენს თანატოლებზე ძალადობა, ფიზიკური თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები. გარდა ამისა, გრძელდება სამოქალაქო აქტივისტების ტოტალური და უკანონო დაკავებები.

ასევე ვეხმიანებით, თსუ-ის ასოცირებული პროფესორის, ნათია კუპრაშვილის მიმართ განხორციელებულ მუქარასა და დაშინების მცდელობებს და სოლიდარობას ვუცხადებთ მას!

იმ ფონზე, როცა ადამიანებს უკანონოდ იჭერენ, სიტყვიერ თუ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებენ და ამ საფრთხის წინაშე ვდგავართ თითოეული ჩვენგანი, შეუძლებლად მივიჩნევთ სწავლის ჩვეულ, სააუდიტორიო ფორმატში გაგრძელებას.

მადლობა ყველა სტუდენტსა და ლექტორს უკვე გამოცხადებული მხარდაჭერისთვის.

ჩვენი პოზიცია ურყევია, სტუდენტები მუდამ ვიქნებით ევროპული ფასეულობების დაცვის სადარაჯოზე.

არა რუსულ კანონს!
კი ევროპას!” – ნათქვამია განცხადებაში.

ამ ეტაპზე 15-მდე უნივერსიტეტის სტუდენტი გაიფიცა და აუდიტორიაზე სწავლების განახლებაზე უარი განაცხადა.

banner
წინა სტატიაშისტუდენტების საერთო გაფიცვას საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტბეის ნაწილიც უერთდება
შემდეგი სტატიასტუდენტების გაფიცვას საბაუნის თვითმმართველობაც უერთდება