სტუდენტების გაფიცვას საბაუნის თვითმმართველობაც უერთდება

სტუდენტების გაფიცვას საბაუნის თვითმმართველობაც უერთდება – განცხადებას ისინი სოციალურ ქსელში ავრცელებენ:

სიამაყით ვუერთდებით საერთო სტუდენტურ ინიციატივას და ვიწყებთ გაფიცვას. ახლა ერთადერთი ადგილი, სადაც უნდა ვიყოთ – რუსთაველია. ორშაბათიდან არ გამოვცხადდებით აუდიტორიებში.
აღნიშნულით, გვსურს მკაფიოდ გამოვხატოთ სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის სტუდენტების ერთიანობა და სწრაფვა ევროპისკენ და ამ ნების გამოსახატად გამოსული ჩვენი მშვიდობიანი მოქალაქეების სასტიკ დარბევებს, დაშინებებსა და დაკავებებს ჩვენი საერთო, სტუდენტური ხმით დავუპირისპირდეთ, – წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითსუ-ის მაგისტრატურის სტუდენტები: შეუძლებლად მივიჩნევთ სწავლის ჩვეულ ფორმატში გაგრძელებას
შემდეგი სტატიასამართლის პროფესორების მიმართვა