სტუდენტების საერთო გაფიცვას საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტბეის ნაწილიც უერთდება.
მათი თქმით, სასწავლო პროცესს ბოიკოტს უცხადებენ.
“ჩვენ, საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, დამოუკიდებლად უნივერსიტეტის თვითმართველობისა და ადმინისტრაციისა, ვაცხადებთ ბოიკოტს და ვუერთდებით ყველა იმ უნივერსიტეტს, რომელიც იბრძვის ჩვენი ევროპული მომავლისთვის. ერთად გავაგონოთ სტუდენტური ხმა ევროპას.
#სტუდენტებიევროპულიმომავლისთვის
#არარუსულკანონს
#კიევროპას”, – ნათქვამია განცხადებაში.
ამ ეტაპზე 15-მდე უნივერსიტეტის სტუდენტი გაიფიცა და აუდიტორიაზე სწავლების განახლებაზე უარი განაცხადა.