ახალციხეში, სოფელ ანდაში ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, – ინფორმაციას რეგიონული გამოცემა “სამხრეთის კარიბჭე” ავრცელებს.
არსებული ინფორმაციით, დაავადება შუახნის კაცს დაუდასტურდა ის თბილისში, ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობს, როგორც სამედიცინო დაწესებულებაში ამბობენ, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მიმდინარე წელს რეგიონის მასშტაბით, ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელების 12 შემთხვევა გამოვლინდა. მათგან ერთი, წყალთბილაში მცხოვრები ოჯახის ექიმი გარდაიცვალა.