სამართლის პროფესორების მიმართვა

“მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და არ მიიღოს “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ” საქართველოს კანონი,” – ამის შესახებ სამართლის პროფესორების, ლექტორების, მკვლევრებისა და პრაქტიკოსი იურისტები საქართველოს პარლამენტს მიმართვას უგზავნიან.

“საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლი საქართველოს კონსტიტუციურ ორგანოებს ავალდებულებს, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად. ნებისმიერი აქტი ან მოქმედება, რომელიც გვაშორებს ამ მიზანს, ეწინააღმდეგება

საქართველოს მოქალაქეების ურყევ ნებას, დავამკვიდროთ დემოკრატიული წესწყობილება, სამართლებრივი სახელმწიფო, სადაც ძალაუფლების წყაროა ხალხი, ხელისუფლება კი იზღუდება ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც წარუვალი და უზენაესი ადამიანური ღირებულებებით.

სამართლებრივ სახელმწიფოში კანონმდებელი არ უნდა ქმნიდეს გაურკვევლობას კანონის ნამდვილ მიზანთან დაკავშირებით. ერთმანეთისაგან არსებითად განსხვავდება ფორმალურად დეკლარირებული და არაერთ საჯარო გამოსვლაში რეალურად გაცხადებული მიზნები, რომლებიც აშკარად ვერ თავსდება კონსტიტუციურ ჩარჩოებში და არალეგიტიმურია.

იმ შემთხვევაშიც კი, თუ დავუშვებთ, რომ კანონპროექტის ინიციატორები მართლაც გამჭვირვალეობისა და სახელმწიფო სუვერენიტეტის დაცვისაკენ ისწრაფვიან, ეს უნდა მოხდეს თანაზომიერებისა და განსაზღვრულობის პრინციპების შესაბამისი ნორმებით. პროექტით შემოთავაზებული გზა არ არის აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში, რადგანაც დასახული მიზნების მიღწევა შესაძლებელია გაცილებით მსუბუქი ალტერნატიული საშუალებებით. კანონპროექტის შედეგად მოტანილი ზიანი გაცილებით წონადი და მასშტაბური იქნება, ვიდრე ის ინტერესები, რომელთა დაცვასაც ცდილობენ მისი ინიციატორები. Ბუნდოვანება და განუსაზღვრელობა, განსაკუთრებით მონიტორინგის ნაწილში, სახელმწიფოს უხსნის თვითნებური მოქმედების ფართო არეალს, რაც განუზომლად ზრდის ძირითად უფლებათა დარღვევის რისკს.

ჩვენ, სამართლის პროფესორებს, მკვლევრებს, პრაქტიკოს იურისტებს, გვწამს, რომ სამართლის უზენაესი ღირებულება ადამიანია, სწორედ ადამიანის თავისუფლებასა და ღირსებაზეა დაფუძნებული მართლწესრიგი, რომლის საბოლოო მიზანი ადამიანების დაცვა და მშვიდობიანი თანაცხოვრების უზრუნველყოფა უნდა იყოს.

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი ხელს უშლის ჩვენი ქვეყნის ევროინტეგრაციას, საფრთხის ქვეშ აყენებს და გაუმართლებლად ზღუდავს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციას, აზიანებს პოლიტიკურ პროცესს. ამით იგი შორდება სამართლის უმთავრეს დანიშნულებას, აცლის მას ღირებულებით საფუძველს.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაიცვას საქართველოს კონსტიტუცია და არ მიიღოს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი.” – წერია განცხადებაში.

მიმართვას ხელს აწერენ:

გიორგი გორაძე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორი
ბესიკ ლოლაძე, საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის პროფესორი
დიმიტრი გეგენავა, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორი
Მალხაზ ნაკაშიძე, ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი
ანა ხურციძე, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დეკანი
Მათე ხვედელიძე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისტენტი, ადვოკატი
ქეთევან ბახტაძე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დოქტორანტი და მოწვეული ლექტორი, ადვოკატი
გოგა ხატიაშვილი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დოქტორანტი, ადვოკატი
ლიანა ზაგაშვილი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დოქტორანტი
თამარ ხუბულური, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისტენტი, დოქტორანტი, ადვოკატი
თინათინ ფეიქრიშვილი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დოქტორანტი
გრიგოლ არახამია, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი დოქტორანტი, ადვოკატი
ოთარ მაჩაიძე, ჯიპას ასოცირებული პროფესორი, ადვოკატი
თამთა თავართქილაძე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, დოქტორანტი
თამარ ლალიაშვილი, ნიუ ვიჟენის უნივერსიტეტის პროფესორი
ჯამლათ გვიდიანი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დოქტორანტი, კიოლნის უნივერსიტეტის ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის აკადემიის მოწვეული მკვლევარი, ადვოკატი
Სიმონი ტაკაშვილი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
იოსებ ედიშერაშვილი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დოქტორანტი
Ნანა აღლემაშვილი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის აფილირებული ასისტენტი
სანდრო-გიორგი სარუხანიშვილი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დოქტორანტი
Მალხაზ ბეგიაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის პროფესორი
ცისია ოქროპირიძე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ასისტენტი, დოქტორანტი
კახი ყურაშვილი, სამართლის დოქტორი, ნიუ ვიჟენ უნივერსიტეტის პროფესორი
Სალომე კობერიძე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დოქტორანტი
საბა ბრაჭველი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორი
დიმიტრი ძაგნიძე, ადვოკატი
გიორგი მესხი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტი ასოცირებული პროფესორი
ვახტანგ ბარამაშვილი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის ლექტორი, დოქტორანტი, ადვოკატი
კახა წიქარიშვილი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის პროფესორი
თამარ ონიანი, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის, კავკასიის უნივერსიტეტისა და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, დოქტორანტი, იურისტი
გიორგი კეკენაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი
Ანა არგანაშვილი, ადამიანის უფლებების იურისტი
ირმა პავლიაშვილი, ადვოკატი
ვასილ ჟიჟიაშვილი, თბილისის თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ადვოკატი
გივი ლუაშვილი, სამართლის დოქტორი (თსუ), საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
გიორგი ალავერდაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი,
დავით ჯანდიერი, სამართლის დოქტორი, საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) პროფესორი
უშანგი ბახტაძე, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის პროფესორი
თორნიკე მერებაშვილი, გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ასისტენტი, მიწის სამართლის კვლევითი ცენტრის დირექტორი, დოქტორანტი
თამარ ბარამაშვილი – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, საჯარო მოხელე
ლანა დევრისაშვილი, ადვოკატი
ზურაბ ჯიბღაშვილი, კავკასიის უნივერსიტეტისა და შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი
თამარა ზარქუა, ადამიანის უფლებათა იურისტი
თამთა კახიძე, ადამიანის უფლებების იურისტი
ანა ფირცხალაშვილი, სამართლის დოქტორი, იურისტი
თამარ ჭალიძე, თსუ იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი, საჯარო მოხელე, სასამართლო მედიატორი
გიორგი პაიჭაძე, საერთაშორისო სამართლის სპეციალისტი, თსუ
მაია ბაქრაძე, ადვოკატი, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე
ჯაბა კოჭლამაზაშვილი – ადვოკატი, სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტის დოქტორანტი და მოწვეული ლექტორი.
ლაშა ცერცვაძე, სამათლის დოქტორი, აღმოსავლეთ ევროპის უნივერისტეტის და თავისუფალი უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. Ადვოკატი.
ნიკოლოზ გოგილიძე – ადვოკატი, პატენტრწმუნებული, მედიატორი, თავისუფალი უნივერსიტეტის და საქართველოს უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
ქეთევან მესხიშვილი, თავისუფალი უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი
დავით კაკოიშვილი, ადვოკატი.
ბექარ ფიფია, იურისტი,თსუ
მაია მუმლაძე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი, ადვოკატი
მიხეილ შარაშიძე, იურისტი, თსუ.
Მარი ციცქიშვილი, ადვოკატი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, მოწვეული ლექტორი
Არჩილ ჭავჭანიძე, სამართლის მაგისტრი, ადვოკატი
თამარ გეგელია, კავკასიის უნივერსიტეტის აფილირებული ასოცირებული პროფესორი
არჩილ ჯანგირაშვილი, საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის მოწვეული ლექტორი, დოქტორანტი
თეონა მაღრაძე, ადვოკატი
გრიგოლ მუმლაძე, ადვოკატი
ლევან თოთლაძე, ჯიპას ასოცირებული პროფესორი
Მარიამ სპასოვი, ადვოკატი
თეა კაველიძე, სამართლის დოქტორი (თსუ), იურისტი, მოწვეული ლექტორი.
ხელმომწერთა სია განახლებადია

banner
წინა სტატიაშისტუდენტების გაფიცვას საბაუნის თვითმმართველობაც უერთდება
შემდეგი სტატიაისრაელში საქართველოს საელჩომ ქართველ ემიგრანტების წინააღმდეგ, სავარაუდოდ საემიგრაციო პოლიცია გამოიძახა