საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა კატარის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანთან აჰმად ჰასან ალ-ჰამადისთან. ამის შესახებ ,,თაიმერს” უწყებიდან აცნობეს.

ჩრდილო კორეის ხელისუფლებამ სტრატეგიული ქვეყნების ელჩები უკან გაიწვია. ფხენიანში ბრუნდებიან დიპლომატები რუსეთიდან, ჩინეთიდან და გაეროდან.

გავრცელებული ცნობით, ისინი საგანგებო შეხვედრას დაესწრებიან, რომელიც ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს მიეძღვნება.

პარალელურად, ვაშინგტონში აცხადებენ, რომ დაძაბულობის ზრდის მიუხედავად, ამ ეტაპზე ჩრდილო კორეასთან ბირთვული ომის გარდაუვალი საფრთხე არ არსებობს, თუმცა FOX NEWS-ისთვის მიცემულ ინტერვიუში დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, მაიკ პომპეომ, ისიც აღნიშნა, რომ ფხენიანის მიმართ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა დასრულებულია.

banner
წინა სტატიაშიბურკინა ფასოში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიაზალკალიანი კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანს შეხვდა