ბურკინა ფასოში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა

 

ბურკინა ფასოში ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 18-მდე გაიზარდა.

შეიარაღებული პირები დედაქალაქ უაგა-დუგუს ცენტრში მდებარე თურქულ რესტორანში შეიჭრნენ და სტუმრებს ცეცხლი გაუხსნეს. შედეგად 18 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 10-მდე კი დაიჭრა. გარდაცვლილთა შორის ერთი თურქეთის მოქალაქეა.

საპასუხო სროლის დროს სამართალდამცველებმა ორი თავდამსხმელის მოკვლა შეძლეს. ძალოვანები ამ დროისთვის მიმდებარე შენობებს ამოწმებენ.

გამოძიების ვარაუდით, თავდასხმა რეგიონში მოქმედმა ალ-ქაიდას მოკავშირე დაჯგუფებამ მოაწყო.

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთში ტყის ხანძრები ათენს უახლოვდება
შემდეგი სტატიასაგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა კატარის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანთან აჰმად ჰასან ალ-ჰამადისთან. ამის შესახებ ,,თაიმერს” უწყებიდან აცნობეს.