ზალკალიანი კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა კატარის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანთან აჰმად ჰასან ალ-ჰამადისთან. ამის შესახებ ,,თაიმერს” უწყებიდან აცნობეს.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოსა და კატარის ურთიერთობების განვითარების პერსპექტივები. კატარის მხარემ მინისტრის პირველ მოადგილეს მიაწოდა დეტალური ინფორმაცია ყურის რეგიონში, კერძოდ კატართან დაკავშირებით შექმნილი კრიზისის შესახებ. მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ დაპირისპირებული მხარეები დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით ახლო მომავალში იპოვნიან კრიზისის დარეგულირების შესაძლებლობას.

ვიზიტის ფარგლებში კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალური მდივანი შეხვედრებს გამართავს საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანთან დავით რაქვიაშვილთან და საგარეო ურთიერთობების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველთან თედო ჯაფარიძესთან.

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა კატარის სახელმწიფოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გენერალურ მდივანთან აჰმად ჰასან ალ-ჰამადისთან. ამის შესახებ ,,თაიმერს” უწყებიდან აცნობეს.
შემდეგი სტატია„ჯემ ფესტზე“ დასაქმებულები ანაზღაურების მიღების მოთხოვნით აქციას მართავენ