საჩხერის სამედიცინო ცენტრის 50 მედიკოსს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

საჩხერის სამედიცინო ცენტრში 50 მედიკოსს განმეორებითი საკონტროლო ტესტირება ჩაუტარდათ. ლუგარის ლაბორატორიაში ყველა ბიოლოგიური ნიმუშის ტესტმა უარყოფითი პასუხი აჩვენა.
საქართველოში კორონავირუსი 252 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 67 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

banner
წინა სტატიაშიოკუპირებული აფხაზეთიდან ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაყვანილ ორ პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიასპორტსმენის კლასტერიდან ორ წალენჯიხელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა