სპორტსმენის კლასტერიდან ორ წალენჯიხელს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

სპორტსმენის კლასტერიდან სამ პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

ანაკლიის საკარანტინო სივრცეში მყოფი სამი პირის ბიოლოგიური მასალა დღეს გაიგზავნა ლუგარის ლაბორატორიაში. პაციენტები სპორტსმენის კლასტერიდან არიან. ორი მათგანი წალენჯიხის მუნიციპალიტეტიდან არის, მესამე კი ზუგდიდის მკვიდრია.

საქართველოში კორონავირუსი 252 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 67 გამოჯანმრთელდა, 3 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

banner
წინა სტატიაშისაჩხერის სამედიცინო ცენტრის 50 მედიკოსს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
შემდეგი სტატიაემოციური კადრები ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან