საბერძნეთის ფინანსური დახმარების საერთაშორისო პროგრამა დასრულებულია

ორშაბათს, 20 აგვისტოს საბერძნეთისთვის ფინანსური დახმარების მესამე პაკეტი დასრულდა. როგორც ევროჯგუფის ხელმძღვანელმა მარიო ჩენტერომ განაცხადა, 2010 წლიდან პირველად, საბერძნეთში სტაბილური ეკონომიკური მდგომარეობაა. ალექსის ციპრასის მთავრობა, მომავალში თვითონ აპირებს საკუთარ ბაზარზე კაპიტალის მოზიდვას. საბერძნეთში განხორციელებულმა რეფორმებმა დასაბამი მისცეს ეკონომიკის “ჯანმრთელ და მუდმივ” ზრდას. მან აღნიშნა, რომ პროცესი გაგრძელდება “იმაზე დიდხანს, ვიდრე ვვარაუდობდით, თუმცა, ახლა ბერძნული ეკონომიკა იზრდება და მცირდება უმუშევრობა”.

ამასთანავე, საბერძნეთის ფინანსთა მინისტრმა იანის ვარუფაკისმა თქვა, რომ “საბერძნეთი იმავე წერტილზე დგას, იმავე შავ ხვრელზე, რომელშიც დღითიდღე უფრო მეტად ძვრება”.

banner
წინა სტატიაშიტრამპის მრჩეველი “საპასუხო კიბერშეტევებზე” საუბრობს
შემდეგი სტატიათალიბებმა სამი ავტობუსის მგზავრები გაიტაცეს