თალიბებმა სამი ავტობუსის მგზავრები გაიტაცეს

“ტალიბანის” ბოევიკებმა ჩრდილოეთ ავღანეთში, კუნდუზის პროცინციაში ათობით ადამიანი გაიტაცეს – რეგიონის გუბერნატორმა Reuters-ს განუცხადა. გუბერნატორის თქმით, სამ სავსე ავტობუსში სხვადასხვა მონაცემებით 150-დან 400-მდე პირი იმყოფებოდა. ბევრი მათგანი – ოჯახით. ყველა, მათ შორის, ქალები და ბავშვები, უცნობ ადგილზე გადაიყვანეს. სააგენტო აღნიშნავს, რომ შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც ავღანეთის პრეზიდენტმა “ტალიბანთან” ცეცხლის შეწყვეტის სამთვიანი პერიოდი გამოაცხადა, რომ მთავარი მუსლიმური დღესასწაული იდ ალ-ადხა აღნიშნონ.

თალიბების წარმომადგენელმა ზაბიხულა მუჯახიდმა Reuters-ს ავტობუსების გატაცების შესახებ ინფორმაცია დაუდასტურა: “ავტობუსი უსაფრთხო რაიონში გავაგზავნეთ. ახლა გავარკვევთ, რომელი მგზავრი თანამშრომლობს ძალოვან სტუქტურებთან”. მისი თქმით, ავტობუსების გატაცება მოხდა იმის გამო, რომ მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, რომელიღაც ავტობუსში ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენელი იმყოფებოდა.

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთის ფინანსური დახმარების საერთაშორისო პროგრამა დასრულებულია
შემდეგი სტატიაახალ ზელანდიაში მინისტრი სამშობიაროდ ველოსიპედით წავიდა