ტრამპის მრჩეველი “საპასუხო კიბერშეტევებზე” საუბრობს

ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯონ ბოლტონმა განაცხადა, რომ ამერიკის ადმინისტრაცია არ გამორიცხავს როგორც “თავდაცვითი” ხასიათის, ასევე, “შემტევ” კიბეროპერაციებს “ერთიანი საარჩევნო პროცესის” დასაცავად – ტელეკომპანია ABC-სთან ინტერვიუში თქვა, რომელიც წუხელ გამოქვეყნდა. დონალდ ტრამპის მრჩეველმა განაცხადა, რომ საარჩევნო პროცესში ჩარევა უბრალოდ არ არის “რუსებთან კავშირში”. მისი თქმით, ინტერვიუმდე ორი კვირის მანძილზე მან ოთხი უწყების ხელმძღვანელებთან მოლაპარაკებებში გაატარა, სადაც განიხილებოდა შესაძლო ზომები. ამასთანავე, მან დააზუსტა, რომ “არის ბევრი რამ, რასაც ვაკეტებთ, და რაზეც ჩვენ კონკრეტულად საუბარი არ შეგვიძლია” – “დოიჩე ველე” წერს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეზე-არ გვგონია, რომ 5 წლის თავზე მარგველაშვილის დამოკიდებულება შეიცვალოს, ჩვენი მოლოდინი პესიმისტურია
შემდეგი სტატიასაბერძნეთის ფინანსური დახმარების საერთაშორისო პროგრამა დასრულებულია