სააპელაციო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე სახალხო დამცველის დასკვნა მტკიცებულებად დაუშვა

სააპელაციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიამ ე.წ. კაბელების საქმეზე სახალხო დამცველის დასკვნა მტკიცებულებად დაუშვა. შუამდგომლობით სასამართლოს მსჯავრდებულების ადვოკატებმა მიმართეს. შუამდგომლობის ნაწილი, რომელიც დასაკითხ მოწმეთა სიაში სახალხო დამცველის შეყვანას გულისხმობდა, სასამართლომ არ დააკმაყოფილა. მოსამართლეთა თქმით დასკვნის ავთენტურობა ეჭვს არ იწვევს. დასკვნა სახალხო დამცველმა სააპელაციო სასამართლოს „სასამართლოს მეგობრის“ სახელით გაუგზავნა.
დასკვნა აღნიშნულ საქმეზე საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხება. დაცვის მხარის თქმით, სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ კაბელების საქმეზე დაკავებულებისთვის გამოტანილი განაჩენი, რომელიც საქალაქოს სასამართლომ მიიღო, უკანონოა.

banner
წინა სტატიაშიმარტვილში, ბურჭულაძის პარტიის რაიონული ორგანიზაციის წევრები დანელიას უცხადებენ მხარდაჭერას
შემდეგი სტატიარუსი მწერალი ანჯელინა ჯოლის საცხოვრებლად მასთან გადასვლას სთავაზობს