რუსი მწერალი ანჯელინა ჯოლის საცხოვრებლად მასთან გადასვლას სთავაზობს

ვალერი ზელენოგორსკი ამერიკელ მსახიობ ანჯელინა ჯოლის, რომელმაც გაყრაზე შეიტანა დოკუმენტები, საკუთარი ხელი შესთავაზა – 67 წლის მწერალმა მიმართვა “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა.
მამაკაცმა 41 წლის მსახიობს ურჩია “ბრედს მიაფურთხოს” (ორთოგრაფია დაცულია-რედ) და მასთან გადავიდეს საცხოვრებლად, სადაც ისინი იცხოვრებენ, “როგორც მეფეები”.

“მე ერთ სართულზე ორი ბინა მაქვს, კარებს გავჭრით, შპალიერს გავაკრავთ, ბავშვები ბაღში წავლენ, თქვენ სახლში იჯდებით დედოფალივით და ბოლოსდაბოლოს ადამიანურად დაიწყებთ ცხოვრებას” – წერს ზელენოგორსკი.
პენსიონერმა ასევე აღნიშნა, რომ ქვრივია და მარტო ცხოვრობს.

“ბაზარში ოთხი კონტეინერი მაქვს, ასევე, აგარაკი, ბაღი, ბოსტანი, ნავი, ორი მანქანა, “შკოდა” და “ნივა”, მისაბმელით – არ დავიკარგებით” – წერს მწერალი.
რუსული მედიის ცნობით, ზელენოგორსკის ნამუშევრები რეგულარურად იბეჭდება.

ანჯელინა ჯოლმა გაყრაზე საბუთები გუშინ შეიტანა. მას და ბრეტ პიტს ექვსი შვილი ყავთ.

banner
წინა სტატიაშისააპელაციო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე სახალხო დამცველის დასკვნა მტკიცებულებად დაუშვა
შემდეგი სტატია„რესპუბლიკური პარტია“ „ქართული ოცნების“ ე.წ. მშვიდობის მემორანდუმს შეუერთდა