იძახოდნენ, რომ „მოკალით და მერე თქვით, რომ თავი დაარტყა“ – ხაბეიშვილი სპეცრაზმელებზე

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა პლენარულ სხდომაზე რობოკოპების მიერ, მისი ცემის შესახებ ისაუბრა:

“ახალგაზრდა ბავშვს ითრევდნენ რობოკოპები, როცა ინტერვიუს ვიძლეოდი აქციაზე და ეს პირდაპირ ეთერში იყო ცხადია, როგორც კი დავინახე რომ ეს ბავშვი შეჰყავდათ გავემართე, რომ იქნებ არ წაიყვანოთ, ბავშვია და ასე არ მოექცეთ, ამის შემდეგ, ხარებას დაჯგუფების ალყაში მოვხვდი. მინდა გითხრათ რას ლაპარაკობდნენ თუ გაინტერესებთ: როცა მირტყამდნენ მეუბნებოდნენ, რომ „შენ გრძელი ენა გაქვს და ხელისუფლებამ მუდმივად აკრიტიკებ, იქნებ გაჩერდე“. იძახოდნენ, რომ „მოკალით და მერე თქვით, რომ თავი დაარტყა“. ამბობდნენ, რომ მე უნდა მეთქვა რომ „ჩმორი“ ვარ და აღარ გამლახავდნენ. ცხადია, ეს ფუფუნება არ მივეცი. ” განაცხადა ხაბეიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

ხაბეიშვილის თქმით, სპეცრაზმელებს ეს ყველაფერი ტელეფონით აქვთ გადაღებული.

banner
წინა სტატიაშიივანიშვილს აცვია რუსული ჩექმა და აჭერს ქართველ ერს კისერზე – ივანე ბურდული (ვიდეო)
შემდეგი სტატიაიძულებული ვარ დავარღვიო დუმილი და საჯაროდ გამოვთქვა ჩემი უთანხმოება იმ საგარეო პოლიტიკის მიმართ, რაც ხელისუფალმა შემოგვთავაზა – მოქმედი დიპლომატი