მარტვილში, ბურჭულაძის პარტიის რაიონული ორგანიზაციის წევრები დანელიას უცხადებენ მხარდაჭერას

„პაატა ბურჭულაძე – სახელმწიფო ხალხისთვის“ მარტვილის რაიონული ორგანიზაციის შტაბის 13 წევრი მხარდაჭერას „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ მარტვილისა და აბაშის მაჟორიტარობის კანდიდატს ოთარ დანელიას უცხადებს.
„ჩვენთვის მიუღებელია ისეთ პოლიტიკურ გაერთიანებაში ყოფნა, რომელმაც რადიკალურად შეცვალა საკუთარი პოლიტიკური ხედვა და მანკიერი, ძალადობრივი კურსის გამტარებელი „ნაციონალური მოძრაობის“ გვერდით დადგა. კიდევ ერთხელ ვაცხადებთ, რომ მხარს ვუჭერთ „ქართული ოცნების“ კანდიდატს, ოთარ დანელიას. ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ეთერში, თოქშოუში „არჩევანი“ გამართულმა პოლიტიკურმა დებატებმა ჩვენ დაგვანახა, რომ ოთარ დანელია არის ლიდერი, რომელსაც აქვს რეგიონის განვითარების მკაფიოდ განსაზღვრული ხედვა, შესაბამისი ცოდნა და გამოცდილება; გვჯერა, რომ ის აუცილებლად გაიმარჯვებს და ჩვენს რეგიონს პარლამენტში ღირსეული წარმომადგენელი ეყოლება ოთარ დანელიას სახით“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც დანელიას საარჩევნო შტაბში გაკეთდა.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის რადაში დონბასის პენსიონერებს “მკვდარი სულები” უწოდეს
შემდეგი სტატიასააპელაციო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე სახალხო დამცველის დასკვნა მტკიცებულებად დაუშვა