სააკაშვილმა მოუწოდა ხალხს მოითხოვონ პეტრო პოროშენკოს გადადგომა

კიევში დღეს მიმდინარე საპროტესტო აქციაზე პარტია “Рух нових сил–ის ” ლიდერმა, საქართველოს ექს–პრეზიდენტმა, ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა მოუწოდა ხალხს მოითხოვონ პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს გადადგომა. ამის შესახებ იუწყება სააგენტო “Интерфакс-Украина”.
“სანამ არის პოროშენკო, იქნება სიღარიბე, დამცირება, უკრაინელთა ემიგრაცია, განსაკუთრებით ახალგაზრდების…თუ დღეს პოროშენკო კვლავ ვერ გაიგონებს თქვენს ხმას და შეეცდება დროის მოგებას, რასაც ის აკეთებს უკვე სამი წელია, მაშინ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ამ მოედნიდან სხვა ადგილზე უნდა გადავინაცვლოთ. მე მოვუწოდებ კიეველებს მოვიდნენ აქ სამუშაო დღის დამთავრების შემდეგ და მოითხოვონ მხოლოდ ერთი რამ – რომ უკვე თავად პოროშენკო დაფიქრდეს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ”, – განაცხადა მიტინგზე გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა.
შეგახსენებთ, დღეს კიევის ცენტრში, კონსტიტუციის მოედანზე, პარლამენტის შენობის სიახლოვეს, საპრტოტესტო მიტინგი მიმდინარეობს, რომლის ორგანიზატორია პარტია “Рух нових сил”–ის ლიდერი, საქართველოს ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მომიტინგეები მოითხოვენ საარჩევნო სისტემის შეცვლას და სადეპუტატო იმუნიტეტის გაუქმებას. უკრაინის დედაქალაქში გაძლიერებული უსაფრთხოების ზომებია მიღებული, პოლიციის მიერ გადაკეტილია ქალაქის ცენტრალური ქუჩები.

banner
წინა სტატიაში“არა პრემიებს”, “უარი ფაროსანა მთავრობას”-საპროტესტო აქცია ზუგდიდში
შემდეგი სტატიააფხაზეთიდან გადმოსვენებული 20 პირი დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს