“არა პრემიებს”, “უარი ფაროსანა მთავრობას”-საპროტესტო აქცია ზუგდიდში

„ევროპული საქართველოს” ლიდერები და მხარდამჭერები საპროტესტო აქცია-მსვლელობას მართავენ. აქცია მეორე საჯარო სკოლიდან დაიწყო, რომელსაც შეუერთდნენ პარლამენტის წევრები თენგიზ გუნავა, ლაშა დამენია, ლელა ქებურია და პარტიის პირველი ნომერი ბათლომე შელია. სპეციალურად ამ აქციისთვის თბილისიდან ჩამოვიდნენ და მსვლელობას შეუერთდნენ პარტიის ლიდერები გიგი უგულავა და დავით ბაქრაძე. “არა პრემიებს”, “უარი ფაროსანა მთავრობას”. ამ წუთებში აქციის მონაწილეები გუბერნიასთან არიან შეკრებილები, სადაც პარტიის ლიდერები ხელისუფლებას მიმართავენ. აქციის მონაწილეებმა ფაროსანები გუბერნიის წინ დაყარეს.

banner
წინა სტატიაშიიანოშ ჰერმანი – მოხარული ვარ ბოლო კვლევების შედეგებით, ქართველები ევროკავშირს უფრო მეტად უჭერენ მხარს
შემდეგი სტატიასააკაშვილმა მოუწოდა ხალხს მოითხოვონ პეტრო პოროშენკოს გადადგომა