აფხაზეთიდან გადმოსვენებული 20 პირი დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს

აფხაზეთიდან გადმოსვენებული 20 პირი დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალეს. გარდაცვლილთა ახლობლებს დევნილთა მინისტრმა, თავდაცვის მინისტრმა, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინიტრმა და წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საქართველოს ოფისის ხელმძღვანელმა მიმართეს და კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს.

აფხაზეთის ომში დაღუპულთა ნეშტები დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამების საკათედრო ტაძრიდან გადაასვენეს, სადაც მათი სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი სრულიად საქართველოს კათოლოკოს პატრიარქმა ილია მეორემ გადაიხადა.

რამდენიმე დღის წინ აფხაზეთიდან სულ 25 პირი ჩამოასვენეს.

banner
წინა სტატიაშისააკაშვილმა მოუწოდა ხალხს მოითხოვონ პეტრო პოროშენკოს გადადგომა
შემდეგი სტატიადღეს იწურება რუსული მედიასაშუალებების აშშ–ი რეგისტრაციის ვადა