რუსული ავია-დარტყმების შედეგად სირიაში “ალ-ჯაზირას” ჟურნალისტი დაიღუპა

ა1ტელეკომპანია “ალ-ჯაზირამ” განაცხადა, რომ მისი რეპორტიორი 11 ივლისს, ჩრდილოეთ სირიაში რუსული სამხედრო ავიაციის დარტყმების შედეგად გარდაიცვალა. ავია-შეტევა ქალაქ ტერმანინში, იდლიბის პროვინციაში მოხდა. ჟურნალისტი იბრაჰიმ ალ-ომარი “ალ-ჯაზირაზე” პირდაპირ ჩართვებს აკეთებდა -წერს რადიო “თავისუფლება”.
თვოთმხილველები ამბობენ, რომ გუშინ, 11 ივლისს საჰაერო დარტყმა გამიზნულად ბაზარზე განხორციელდა. დაღუპულია 14 და დაჭრილია ათობით მშვიდობიანი მოქალაქე.

“ალ-ჯაზირა”-ს განცხადებაში, ასევე, ნათქვამია იმაზე, რომ სირიის ომის პერიოდში სირიაში მომუშავე არხის 6 ჟურნალისტი შეეწირა ომს. 2015 წლის მანძილზე სულ სირიაში შვიდი ჟურნალისტი დაიღუპა. 2014 წელს კი – 15.

banner
წინა სტატიაშიელისო კილაძე: ოცნებას დედაქალაქში 22 ავტორიტარული მაჟორიტარის შერჩევა ძალიან უჭირს
შემდეგი სტატია“კანონიერი ქურდი” ზახარი კალაშოვი, მეტსახელად “შაქრო მალადოი” დაიჭირეს