ელისო კილაძე: ოცნებას დედაქალაქში 22 ავტორიტარული მაჟორიტარის შერჩევა ძალიან უჭირს

ქართულ ოცნებას დედაქალაქში და 22 ავტორიტარული მაჟორიტარის შერჩევა ძალიან უჭირს

ელისო კილაძეს უვადო პატიმრობამისჯილმა ახალი ინფორმაცია მიაწოდაგაზეთ “ქრონიკა +”-ის მთავარი რედაქტორი, “ქართულ ოცნებაში” არსებულ ვითარებაზე საუბრობს. ჟურნალისტი ამბობს, რომ “ქართული ოცნების” შტაბში ვიცე-პრემიერ კახი კალაძესა და კოკა გუნცაძეს შორის, სიის ფორმირებასთან დაკავშირებით სერიოზული დაპირისპირებაა. მისი თქმით, კოკა გუნცაძე, რომელიც “ქართული ოცნების” შტაბში ლევან გაჩეჩილაძემ მიიყვანა, საარჩევნო სიაში საკუთარი მეგობრების ჩასმას ცდილობს.

 

“მინდა გითხრათ, რომ კახი კალაძესა და კოკა გუნცაძეს შორის ძალიან სერიოზული დაპირისპირებაა, როგორც საარჩევნო სიის ასევე მაჟორიტარებთან დაკავშირებით. უფროსი გრეჩიხა, რომლის მეგობარიც და წარმომადგენელიც “ქართულ ოცნების” შტაბში არის კოკა გუნცაძე და რომელიც მიყვანილია იქ მხოლოდ იმიტომ, რომ თბილისზე გავლენები გააძლიეროს “ქართულმა ოცნებამ” აქტიურად უწევს საკუთარ მეგობრებს ლობირებას ამ პროცესში. საერთოდ გიორგი კვირიკაშვილს, ძალიან უხერხულია ამას რომ ვამბობ, მაგრამ შტაბში ჯოხზე ჩამოცმულ შარვალ-კოსტუმს ეძახიან, იმიტომ, რომ მას არანაირი ფუნქცია პროცესში რეალურად არ აქვს. რითი დამთავრდება კალაძე-გუნცაძის დაპირისპირება არ ვიცი, მაგრამ ჩემი ინფორმაციით, ძალიან მძიმე მდგომარეობაა ასევე აჭარაში, ძალიან მძიმე მდგომარეობაა თბილისში, როცა მაჟორიტარებზე ვერ არიან ჩამოყალიბებულები და ძალიან მძიმე მდგომარეობაა საარჩევნო სიის ფორმირებასთან დაკავშირებით.

ის რაც დაბეჯითებით შეიძლება ვთქვათ ამ ეტაპისთვის და რა ინფორმაციაც მე მაქვს, ორი მინისტრი კახი კალაძე და თეა წულუკიანი ნამდვილად ხვდება საარჩევნო სიაში, შეთავაზება აქვს სოზარ სუბარს და მისი თანხმობის შემთხვევაში ისიც მოხვდება სიაში, მიუხედავად საკუთარი მონდომებისა კახი კახიშვილი აღმასრულებელი ხელისუფლებიდან საკანონმდებლოში არ გადაჰყავთ და ის საარჩევნო სიაში ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით ვერ ხვდება. ძველი სახეებიდან სიაში რჩებიან ირაკლი ტრიპოლსკი, ზვიად კვაჭანტირაძე, ირაკლი სესიაშვილი და მანანა კობახიძე. სხვა დანარჩენების ბედი არის აბსოლუტურად გაურკვეველი. ისევე როგორც ეკა ბესელიას რეალურად უნდა , რომ საკონსტიტუციო სასამართლოში გადაინაცვლოს. განსაკუთრებით რთული ვითარება აქვს ქართულ ოცნებას დედაქალაქში და 22 ავტორიტარული მაჟორიტარის შერჩევა ძალიან უჭირთ. ზოგადად მე მგონია, რომ საბოლოო გადაწყვეტილებას სიებთან დაკავშირებით მიიღებს ბიძინა ივანიშვილი, სწორედ მასთან გაივლის რევიზიას ეს სიები, მაგრამ საბოლოო ჯამში ყველა ტიპის გათვლა, რომელიც ამბობს, რომ 100 კაცი ეყოლება მომდევნო პარლამენტში “ოცნებას” არის სრულიად არარეალური, იმიტომ , რომ საკუთარი შიდა კვლევების მონაცემებითაც კი სიით მათ გაჰყავთ 25/30 ადამიანი, გააჩნია რა რაოდენობის ხალხი მოვა არჩევნებზე. 73 მაჟორიტარული ოლქის მოგება “ქართული ოცნებისთვის” დღეს არის ყოვლად წარმოუდგენელი,”-განაცხადა ელისო კილაძემ.

banner
წინა სტატიაშიგაუჩინარებული პუტინის „დაბრუნება“
შემდეგი სტატიარუსული ავია-დარტყმების შედეგად სირიაში “ალ-ჯაზირას” ჟურნალისტი დაიღუპა