რუსმა და აფხაზმა სამხედროებმა ზღვაზე სამხედრო წვრთნები ჩაატარეს

რუსეთის სამხედრო ბაზის პირადმა შემადგენლობამ დე-ფაქტო აფხაზეთის თავდაცვის სამინისტროსთან ერთად ,ზღვასა და სანაპიროდან თავდასხმის შემთხვევაში სახმედრო წვრთნები ჩაატარა.

,,ათასზე მეტმა აფხაზმა და რუსმა სამხედრო მოსამსახურემ პირობითი მოწინააღმდეგის მიერ შეტევის სხვადასხვა ვარიანტების შესახებ წვრთნები გაიარა” -ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სამხრეთ რეგიონის სამხედრო სამსახურის პრეს-ცენტრი ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ აფხაზმა სამხედროებმა მსგავს წვრთნებში პირველად მიიღეს მონაწილეობა.
სწავლებებში განსაკუთრებული ყურადღება მიექცა სანაპირო ხაზზე აღჭურვას, სამხედრო მანქანების შენიღბვას და პირობითი მოწინააღმდეგის საზღვაო შეტევისას მის ოპერატიულ განადგურებას.
სამხედრო წვრთნები წვრთნები 15 სექტემბრადე გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიხაჯიმბამ და ასადმა მეგობრობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
შემდეგი სტატიაანრი ოხანაშვილი – „მინისტრმა გახარიამ, ძალიან მარტივად აუხსნა საზოგადოებას რა ეტაპზე იყო გამოძიება იმ ეტაპისთვის, ხაზგასმით სამძებრო ღონისძიებებზეა საუბარი“