ანრი ოხანაშვილი – „მინისტრმა გახარიამ, ძალიან მარტივად აუხსნა საზოგადოებას რა ეტაპზე იყო გამოძიება იმ ეტაპისთვის, ხაზგასმით სამძებრო ღონისძიებებზეა საუბარი“

საგამოძიებო კომისიაზე დასკვნის განხილვისას, დეპუტატმა ანრი ოხანაშვილმა ევროპული საქართველოს წევრები გააკრიტიკა და მიუთითა, რომ გიორგი გახარიას ციტირება მათ არასწორად მოახდინეს. მან კომისიას მოუწოდა კარგი არგუმენტაცია წარმოადგინონ და მეტად დასაბუთებულად იმსჯელონ.

„ გახარიასთან მიმართებაში რეკომენდაციის გაცემის ტექსტი, რომ აჩვენოთ საზოგადოებას – ნახეთ, რა საოცარი და უცნაური რამ არის – მთელი თქვენი რეკომენდაციების განმავლობაში, არც ერთ რეკომენდაციაში ციტირებული ტექსტები არ გაქვთ და როგორც კი, ვინმეს პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ეხება საკითხი, გაქვთ ციტირებული ტექსტი. ოღონდ იმის კომპეტენციაც არ გამოჩნდა რომ სწორად მოგეხდინათ ციტირება და თუ მართლაც რაღაცის სამართლებრივი დასაბუთება გინდოდათ, სწორად ჩაგეწერათ. რასაც ამბობთ იმის საწინააღმდეგო ციტირება გააკეთეთ და ამის საწინააღმდეგო ციტირება გაქვთ წარმოდგენილი. თუ მიხვდებით აბა რაში მდგომარეობს?! – ეჭვი მაქვს მიხვდებით, მაგრამ დაგეხმარებით. ციტირების წინადადების მეორე ალტერნატივა გეუბნებათ, რომ „ამ ეტაპზე სამძებრო ღონისძიებები აღარ მიმდინარეობს“. რას ნიშნავს „ამ ეტაპზე“ გრამატიკულად გვესმის მემგონი და ახსნა არ გჭირდებათ. თქვენს შეკითხვებს ხომ გაეცა პასუხი?! მინისტრმა გახარიამ, ძალიან მარტივად აუხსნა საზოგადოებას რა ეტაპზე იყო გამოძიება და რა ეტაპზე რა ხდებოდა. იმ დროისთვის, იმ ეტაპისთვის, ხაზგასმით. სამძებრო ღონისძიებებზეა საუბარი კოლეგებო. ეჭვი მაქვს, გამოძიების ტაქტიკა, მეთოდოლოგია იურისტებს სულ მცირე უნდა გესმოდეთ და ა.შ. აღარ შევალ სიღრმეებში. თუმცა იმ დროისთვის, როდესაც მან ეს განაცხადა, 500 საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული. შედეგი არის ის რომ 10 პირი არის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული. შედეგი არის ის, რომ გამოყოფილია ცალკე საქმე და მიმდინარეობს გამოძიება. თქვენ, რომ გგონიათ, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დაეყრდენით და ეს არის თქვენთვის საფუძველი, რომ შედეგი არ იყოს – ეს არის არაკომპეტენტურობის დემონსტრირება და ნათელი მაგალითი, იმისა, რომ ქვეყანაში რადგან არსებობს ინსტანციურობა არსებობს მოლოდინი, რომ სამართლიანობა გარკვეულწილად კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს პირველი ინსტანციის დროს, შემდგომ აღდგეს მეორე ინსტანციის დროს, ან დარჩეს ძალაში და ა.შ. სამი ინსტანცია გვაქვს ჩვენ ქვეყანაში. ამიტომ კოლეგებო ან სწორად მოახდინეთ ციტირება, ან კარგი არგუმენტაცია წარმოაჩინეთ, ან კიდევ უფრო მეტი დასაბუთება, იმისთვის, რომ ვიმსჯელოთ შინაარსობრივად.“-განაცხადა ანდრი ოხანაშვილმა

banner
წინა სტატიაშირუსმა და აფხაზმა სამხედროებმა ზღვაზე სამხედრო წვრთნები ჩაატარეს
შემდეგი სტატიაალექსანდრე მოწერელია ზუგდიდში, კომბინატის დასახლებაში მცხოვრებ ადგილობრივებს შეხვდა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა