ხაჯიმბამ და ასადმა მეგობრობის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი

სირიაში 4 სექტემბერს გამართული ვიზიტის ფარგლებში აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ სირიის მეთაურთან, ბაშარ ასადთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ ეს ისტორიული მოვლენაა. “ბატონო პრეზიდენტო, მადლობა. ჩვენთვის ეს ისტორიული მოვლენაა. დღეს აქ აფხაზეთის ოფიციალური დელეგაცია იმყოფება სირიის მიერ დიპლომატიური აღიარების შემდეგ. გულწრფელად მადლობელი ვარ თქვენი, მოწვევისა და თქვენთან და თქვენს კოლეგებთან შეხვედრის შესაძლებლობისთვის. აღიარების შესახებ გადაწყვეტილება თამამი და მამაცური ნაბიჯი იყო სირიის არაბული რესპუბლიკის მხრიდან” – თქვა რაულ ხაჯიმბამ ასადთან შეხვედრაზე, რომლის დროსაც, სხვადასხვა დოკუმენტებთან ერთად, მოეწერა მეგობრობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას.

აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის დელეგაციაში არიან პრემიერ-მინისტრი გენადი გაგულია, რაულ ხაჯიმბას ადმინისტრაციის უფროსი ბესლან ბარციცი, უსაფრთხოების საბჭოს მდივანი მუჰამედ კილბა, საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე, თავდაცვის მინისტრი მირაბ ქიშმარია, ეკონომიკის მინისტრი ადგურ არძინბა.

banner
წინა სტატიაშირუსეთის დუმა გაზპრომსა და დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკას შორის ხელშეკრულებას განიხილავს 
შემდეგი სტატიარუსმა და აფხაზმა სამხედროებმა ზღვაზე სამხედრო წვრთნები ჩაატარეს