რუსი სამხედროები ამჟამად არ აკონტროლებენ ლისიჩანსკი-ბახმუტის გზატკეცილს, მაგრამ მთლიანად ბომბავენ მას

რუსი სამხედროები ამჟამად არ აკონტროლებენ ლისიჩანსკი-ბახმუტის გზატკეცილს, მაგრამ მთლიანად ბომბავენ მას, – ამის შესახებ ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი გაიდაიმ განაცხადა.

„ჩვენ დიდი ხანია არ გამოგვიყენებია ეს გზატკეცილი, ჰუმანიტარული მარაგის მიწოდებისა და მოქალაქეების ლისიჩანსკიდან ევაკუაციისთვის სხვა მარშრუტებს ვიყენებთ. ამ გზატკეცილს დღეს რუსები არ აკონტროლებენ, მაგრამ ის მთლიანად იბომბება. მათ ტექნიკისა და პერსონალის უზარმაზარი რაოდენობა ჰყავთ. რეზერვების დაუჯერებელი რაოდენობა გადაისროლეს. შეძლებენ თუ არა გზის გაკონტროლებას – დრო გვიჩვენებს“, – განაცხადა გუბერნატორმა.

მისივე თქმით, სევეროდონეცკში 15 000 ადამიანია ჩარჩენილი, მაგრამ იქიდან გასვლა შეუძლებელია, რადგან ბრძოლები უშუალოდ ქალაქში მიმდინარეობს. ლისიჩანსკიდან კი მოსახლეობის ევაკუაციის პროცესი გრძელდება.

banner
წინა სტატიაშიუკრაინის მხარეს დაახლოებით 1 500 ბელარუსი იბრძვის – ციხანოვსკაია
შემდეგი სტატიაბორის ჯონსონი შესაძლოა, თანამდებობიდან გადააყენონ