უკრაინის მხარეს დაახლოებით 1 500 ბელარუსი იბრძვის – ციხანოვსკაია

სვეტლანა ციხანოვსკაია აცხადებს, რომ უკრაინის მხარეს დაახლოებით 1 500 ბელარუსი იბრძვის, – აღნიშნულის შესახებ, ბელარუსმა ოპოზიციონერმა მედიასთან ინტერვიუში განაცხადა.

„ომი როდესაც დაიწყო, ბელარუსში ბევრმა ჩათვალა, რომ საჭიროა უკრაინელების დახმარება, ამიტომ მოხდა ბატალიონების ორგანიზება. ამ დროისთვის დაახლოებით 1 500 ადამიანია. ისინი სხვადასხვა ქალაქში არიან, უკრაინის არმიის მეთვალყურეობის ქვეშ“, – განაცხადა ციხანოვსკაიამ.

გარდა ამისა, ოპოზიციონერმა განაცხადა, რომ ახლა კიდევ უფრო მეტი ადამიანი გადის წვრთნებს უკრაინის დასახმარებლად სხვა ქვეყნებში.

„ხშირ შემთხვევაში, ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ წვრთნა, რადგან არ აქვთ სამხედრო გამოცდილება, მაგრამ ბელარუსი მებრძოლების რაოდენობა უკრაინის მხარეს აუცილებლად გაიზრდება“, – განაცხადა ოპოზიციონერმა.

ციხანოვსკაიამ ასევე აღნიშნა, რომ კრემლი არ განიხილავს უკრაინასა და ბელარუსს ცალკე სახელმწიფოებად და იმპერიალისტური პოლიტიკიდან გამომდინარე მათ ნაწილად მიიჩნევს. მისივე თქმით, ახლახანს გავრცელდა ჭორები, რომ სექტემბერში ბელარუსში იგეგმება რეფერენდუმის ჩატარება რუსეთში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. მან ასევე გააფრთხილა დასავლეთის ქვეყნები უკრაინული მარცვლეულის მარაგების განბლოკვის სანაცვლოდ რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ დაწესებული გარკვეული სანქციების მოხსნასთან დაკავშირებით.

banner
წინა სტატიაში“არცერთი ახალი კადრი არ აგვიყვანია” – კომპანია “ბორჯომი” განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიარუსი სამხედროები ამჟამად არ აკონტროლებენ ლისიჩანსკი-ბახმუტის გზატკეცილს, მაგრამ მთლიანად ბომბავენ მას